ახალი ამბები

3-4 ბაღში მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა, ამიტომ ისინი არ გაიხსნება – კალაძე

11 ოქტომბერი, 2020 •
3-4 ბაღში მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა, ამიტომ ისინი არ გაიხსნება – კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის რამდენიმე ბაღში მასწავლებლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ, აქედან გამომდინარე, 12 ოქტომბრიდან ამ ბაღებში სააღმზრდელო პროცესი არ დაიწყება. კალძის თქმითვე, მუნიციპალიტეტის ბაღები ბავშვების მისაღებად მზად არიან, თუმცა 12 ოქტომბერს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაა დაგეგმილი და რა გადაწყვეტილებას მიიღებს, უწყებათაშორისი საბჭო, ეს ორშაბათს გახდება ცნობილი.

“3-4 ბაღია, სადაც მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა. შესაბამისად, ეს ბაღები ამ ეტაპზე არ გაიხსნება. მშობლებიც უკვე გაფრთხილებულები არიან… დანარჩენ ბაღები არის მზადყოფნა [ბავშვების მისაღებად]. ხვალ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაა, სადაც უფრო დეტალურად იქნება საუბარი არსებულ მდგომარეობაზე. იცით რომ ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, შესაბამისად, თუ რაიმე სხვა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ინფორმაციას მოგაწვდით,”-აცხადებს კალაძე.

ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი სპეციალური რეკომენდაციებისა და წესების დაცვით 12 ოქტომბრიდან უნდა განახლდეს.

რა იცვლება ბაღებში? – რეკომენდაციები კორონავირუსთან ბრძოლისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი