ახალი ამბები

კორონავირუსის ყველაზე მეტი 194 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა – ენდელაძე

11 ოქტომბერი, 2020 • 775
კორონავირუსის ყველაზე მეტი 194 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა – ენდელაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმის მარინა ენდელაძის თქმით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 523 გამოვლენილი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 194 შემთხვევა თბილისში დადასტურდა. შემდეგ მოდის აჭარის რეგიონი, სადაც თვეზე მეტია ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. ენდელაძის თქმითვე, აჭარაში რეგულაციების გამკაცრებამ შედეგი გამოიღო და ინფიცირებულთა რაოდენობამ იკლო. ბოლო 24 საათაში აქ Covid-19 172 პაციენტს დაუდასტურდა.

ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • იმერეთი – 117
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 16 პაციენტი
  • გურია – 7
  • შიდა ქართლი – 7
  • ქვემო ქართლი – 4
  • კახეთი – 3
  • სამცხე-ჯავახეთი – 2
  • მცხეთა – მთიანეთი – 1

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 11 794 გახდა. მათგან გამოჯანმრთელდა  6 327 პაციენტი. Covid-19-ით ქვეყანაში კიდევ 7 პაციენტი გარდაიცვალა, შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 85-მდე გაიზარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი