ახალი ამბები

COVID-19: საქართველოში 57 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

10 ოქტომბერი, 2020 •
COVID-19: საქართველოში 57 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლის, მარინა ენდელაძის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 57-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

მისივე განცხადებით, მათ შორის 56 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 11 271 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა მოცემული.

ამავე ვებგვერდის თანახმად, ქვეყანაში კორონავურისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 253 პაციენტი და მათი რაოდენობა 6119-მდე გაიზარდა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 6 074 აქტიური შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5971 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 836.

მასალების გადაბეჭდვის წესი