ახალი ამბები

ბებიები და ბაბუები ხომ ჰყავთ? – იმნაძე ფეხბურთის გულშემატკივრებზე

9 ოქტომბერი, 2020 • 969
ბებიები და ბაბუები ხომ ჰყავთ? – იმნაძე ფეხბურთის გულშემატკივრებზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შეფასებით, 8 ოქტომბერს, საქართველო-ბელარუსის მატჩე, “დინამო არენასთან” ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები დაირღვა.

“სასურველი იყო, არ დარღვეულიყო, მაგრამ ჩვენ ემოციური ხალხი ვართ და ასეთი დიდი გამარჯვება იზეიმეს”, – განაცხადა გამყრელიძემ და “დინამოსთან” მყოფ გულშემატკივრებს ურჩია, თვითმონიტორინგი აწარმოონ.

“ყველა ყველას აკრიტიკებს სხვას. ბებიები და ბაბუები ხომ ჰყავთ, არა, იმ ახალგაზრდებს, რომლებიც იქ იყვნენ, მეტს არაფერს არ ვიტყვი. სხვებზეც ხომ უნდა ვიფიქროთ ხანდახან”, – განაცხადა, თავის მხრივ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ.


დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატ ზურაბ ჯაფარიძის ორგანიზებით, 8 ოქტომბერს, საქართველო-ბელარუსის მატჩის პარალელურად, სტადიონის წინ ეკრანი დამონტაჟდა, სადაც მოქალაქეები ფეხბურთის საყურებლად შეიკრიბნენ. “გირჩმა” ღონსძიება საარჩევნო კამპანიის ფარგლებში პარტიული შეკრების ფორმატში უზრუნველყო.

5 ოქტომბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ  საქართველოსა და ბელარუსის ეროვნულ ნაკრებთა მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი