ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მხარეები ქალაქების დაბომბვის შესახებ იუწყებიან | ყარაბაღის კონფლიქტი

9 ოქტომბერი, 2020 • 1024
მხარეები ქალაქების დაბომბვის შესახებ იუწყებიან | ყარაბაღის კონფლიქტი

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქალაქებს – მინგეჩაურსა და აღჯაბედს სომხური ძალები ბომბავენ. საგარეო უწყება ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარი Twitter-ის გვერდით ავრცელებს.

სტეფანაკერტის [ხანქენდის] დაბომბვის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც. სომხური მხარის განცხადებით, აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს ფრონტის სამხრეთ ნაწილში, სადაც სომხური ძალები წარმატებით უმკლავდებიან თავდასხმას.

მხარეები მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ავრცელებენ.


კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ოფიციალური ბაქო პერიოდულად იწყება აზერბაიჯანული ქალაქების დაბომბვის შესახებ, რომლებიც კონფლიქტის ზონის გარეთ მდებარეობს, მათ შორის: განჯა, მინგეჩაური, ბელაქანი, ბარდა. ასევე, აფშერონისა და ხიზის რაიონები. თავის მხრივ, სომხური მხარისა და დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის განცხადებით, იბომბება შუშა და სტეფანაკერტი. ასევე, ერთხელ დაიბომბა სომხეთის რესპუბლიკის ქალაქი ვარდენისი.

მასალების გადაბეჭდვის წესი