ახალი ამბები

ქუთაისში წესების დარღვევისთვის 5 სავაჭრო მოლი დააჯარიმეს | COVID-19

9 ოქტომბერი, 2020 •
ქუთაისში წესების დარღვევისთვის 5 სავაჭრო მოლი დააჯარიმეს | COVID-19

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შრომის ინსპექტირების ჯგუფმა ქუთაისში 5  სავაჭრო მოლი დააჯარიმა. მიზეზი  კორონავირუსთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების შეუსრულებლობაა. გარდა ამისა,  შემოწმების შედეგად უსაფრთხოების სტანდარტების დაუცველობის გამო აგრარული ბაზრები და ბაზრობები გააფრთხილეს. 

“შევამოწმეთ სავაჭრო მოლები, სადაც დარღვევები დაფიქსირდა. ადგილზე არ ხორციელდება სადეზინფექციო სამუშაოები, არ ხდება ტემპერატურის სკრინინგი. სწორედ ამიტომ, 5 სავაჭრო ობიექტი დავაჯარიმეთ. მონიტორინგი გრძელდება ბაზრების ტერიტორიაზეც. ჩვენ ვაძლევთ გაფრთხილებებს და მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოვუწოდებთ“, – განაცხადა ბექა ფერაძემ. 

შრომის ინსპექცია მოქალაქეებს და ბიზნესსექტორს იმ რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს, რომელიც ბიზნესის აქტიური მხარდაჭერითაა შემუშავებული. წესების დაუცველობის შემთხვევაში, იურიდიულ პირს 10 ათასი ლარით აჯარიმებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი