ახალი ამბები

კორონავირუსით ინფიცირებული 63 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა — ენდელაძე

9 ოქტომბერი, 2020 • 1103
კორონავირუსით ინფიცირებული 63 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა — ენდელაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლის, მარინა ენდელაძის თქმით, ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 63-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

მისი თქმით, მათ შორის 61 პაციენტი არის მართვით სუნთქვაზე — 31 ინტუბირებულია,  30 კი სიპაპრეჟიმზე [მართვითი სუნთქვის აპარატზე]იმყოფება.

როგორც მარინა ენდელაძემ აღნიშნა, მძიმე პაციენტებიდან 9 ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი, 1 კი -ოკუპირებული ცხინვალიდან.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 10752 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა მოცემული.

მათივე მონაცემებით, კორონავირუსით გასულ დღე-ღამეში კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რაოდენობა 72-მდე გაიზარდა.

ამავე ვებგვერდის თანახმად, ქვეყანაში კორონავურისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 313 პაციენტი და მათი რაოდენობა 5866-მდე გაიზარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი