ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 10752 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა მოცემული.
მათივე მონაცემებით, კორონავირუსით კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რაოდენობა 72-მდე გაიზარდა.
ამავე ვებგვერდის თანახმად, ქვეყანაში კორონავურისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 313 პაციენტი და მათი რაოდენობა 5866-მდე გაიზარდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 4 886 აქტიური შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5574 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 836, კოვიდსასტუმროში კი 1338 ადამიანი იმყოფება.