ახალი ამბები

ზესტაფონში ძველი საბრძოლო იარაღები აღმოაჩინეს

8 ოქტომბერი, 2020 • 1939
ზესტაფონში ძველი საბრძოლო იარაღები აღმოაჩინეს

ქალაქ ზესტაფონში, საყავრია-კირკის უბანში ძველი ქართული საბრძოლო იარაღები აღმოაჩინეს. ინფორმაციას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

საბრძოლო იარაღი მოქალაქის კერძო ეზოში მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც მიწის მეპატრონეებმა ტერიტორიაზე სახლის ასაშენებლად საძირკვლის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყეს.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის განცხადებით, საბრძოლო იარაღების წარმომავლობას ახლა უკვე არქეოლოგები სწავლობენ. პირველადი ვერსიით, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ეს შესაძლოა იყოს ერთჯერადად დაფლული იარაღის საცავი, სწრაფად დაგეგმილი შესაძლო ომიანობის სამზადისის გამო.
წყარო: ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია

მასალების გადაბეჭდვის წესი