ახალი ამბებირეკლამა

„პროგრეს აკადემია“ – პირველი ქართულ-ამერიკული საერთაშორისო აკადემია დასავლეთ საქართველოში

8 ოქტომბერი, 2020 • 1455
„პროგრეს აკადემია“ – პირველი ქართულ-ამერიკული საერთაშორისო აკადემია დასავლეთ საქართველოში

საქმისადმი უსაზღვრო სიყვარული, პასუხისმგებლობა და თავდადება, ეს ის თვისებებია, რომელმაც არაერთი გამარჯვება და აღიარება მოუტანა ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ (ქუთაისი, თბილისი, ბათუმი), დამფუძნებელსა და დირექტორს ნინა ჩიკვაშვილს. განათლება ის მიმართულებაა, რომელსაც ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევს და თვლის, რომ სახელწიფო სწორედ მაშინ არის წარმატებული და წელში გამართული, როცა მას მყარი განათლების სისტემა, განათლებული და პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოება ჰყავს. „პროგრესის“ დამფუძნებლის მიზანია,  განათლებული თაობები აღუზარდოს ქვეყანას, რომლებიც საქართველოს სახელს მსოფლიო ასპარეზზე არაერთხელ წარმოაჩენენ.

  • ქალბატონო ნინა, რას ნიშნავს თქვენთვის იყოთ საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული სკოლის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი?

ეს ნიშნავს უდიდეს პასუხისმგებლობას ზოგადად ქვეყნის და თითოეული მოსწავლის წინაშე. ჩემი უპირველესი პრიორიტეტი ყოველთვის იყო განათლება, ზუსტად ვიცოდი, რომ სფერო, რომელსაც მთელ ცხოვრებას მივუძღვნიდი, განათლება იქნებოდა და ასეც ხდება. ქართულ-ამერიკული სკოლა 2002 წელს დავაფუძნე და მას შემდეგ არ არსებობს დღე, როცა არ მეფიქროს გუნდთან ერთად, თუ რა შევმატოთ, რით გავამდიდროთ, რა ინოვაცები დავნერგოთ სკოლაში, როელიც მორგებული იქნება თითოეული მოსწავლის საჭიროებას. მე ამაყი ვარ „პროგრესის“ ძლიერი გუნდით, ვისი უმთავრესი მიზანი ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდებაა. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ „პროგრესი“ ყველასათვის იქცეს ადგილად,  სადაც თავს ყველაზე კომფორტულად და დაცულად იგრძნობენ. მჯერა  ხვალ და ზეგ, უფრო ბევრნი ვიქნებით და ჩვენს პროგრესულ სიტყვას კიდევ უფრო ფართო აუდიტორიას გავაგონებთ.

  • რა არის საჭირო ნდობის მოპოვებისთვის?

აუცილებელია გულწრფელად გიყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ. გულწრფელობა ის გასაღებია, რომლითაც ყველა ადამიანის გულთან მისასვლელ კარს ხსნი. მადლობა ნდობისა და სიყვარულისთვის, რომელსაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ. „პროგრესით“ და აქ არსებული სწავლით  მადლიერი მშობლებისა და მათი შვილების  სიტყვების მოსმენაზე დიდი ბედნიერება არაფერია ჩემთვის, მაშინ ვხვდები, რომ სწორედ იქ ვარ და იმ საქმეს ვაკეთებ, რომელიც ჩემია და მიუხედავად უდიდესი შრომისა, გათენებული ღამეებისა, უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ვცდილობ მუდმივად პიროვნულ განვითარებაზე ვიყო ორიენტირებული, ამავე მიდგომას ჩემს კოლეგებთან ერთად ვიზიარებ და ხელმძღვანელის ამპლუაში მაქსიმალურ მხარდაჭერას ვუცხადებ მათ.  ის, რომ მდგრადი და სტაბილური ხასიათი მაქვს ამაზე მეტყველებს ჩემი საქმიანობაც, რომლისთვისაც არასდროს გადამიხვევია. განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და შემეცნების სფეროში საქმიანობისას ვცდილობ ყოველ ჯერზე პროგრესზე ორიენტირებული და დინამიკური ვიყო.

  • ქალბატონო ნინა, მოგვიყევით ახალ საგანმანათლებლო პროექტზე, ქართულ-ამერიკულ აკადემიაზე, რომელსაც  აჭარაში სამშენებლო კომპანია „ანაგთან“ ერთად განახორციელებთ.

ბედნიერი ვარ, როცა ამ უნიკალურ ამბავზე მიწევს საუბარი, ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“ საქართველოში მორიგ წარმატებულ პროექტს აანონსებს, რომელსაც საკუთარი საგანმანათლებლო ქსელის მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე დააარსებს. მალე ბათუმში ქართულ-ამერიკულ ,,პროგრეს აკადემიაში“,  სკოლის ასაკის მოსწავლეებისთვის უნიკალური შესაძლებლობების კარი გაიხსნება, რადგან  თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით შექმნილი მოდელი ქვეყნის მასშტაბით ახლებურ სიტყვას იტყვის. ,,პროგრესთან“ ერთად პროექტის პარტნიორი საქართველოში უმსხვილესი სამშენებლო კომპანია ,,ანაგია“. კომპანიამ მომავლის პროექტის განხორციელებაში, ქართულ-ამერიკულ სკოლა ,,პროგრესს“ მხარდაჭერა აღუთქვა და ჩვეული მაღალტექნოლოგიურობით უპრეცედენტო შინაარსის მქონე აკადემიის მშენებლობას დაიწყებს.

  • გვიამბეთ, რა გამორჩეული შინაარსი აქვს აკადემიას, ორმაგი განათლებისა და დიპლომის, ამერიკულ-ქართული აკრედიტაციის ფარგლებში?

პროგრესმა შპს ,,ანაგი განათლებასთან” ერთად ახალი სკოლა-აკადემიის პროექტი: “ქართულ-ამერიკული აკადემია პროგრესი” დაიწყო, რომელიც პირველი ქართულ-ამერიკული საერთაშორისო აკადემიაა დასავლეთ საქართველოში. ,,პროგრეს აკადემია“ სკოლამდელ განათლებას (American pre-school) დაწყებით, საბაზო, საშუალო განათლებას მოსწავლეებს სთავაზობს. აქვე იქნება ამერიკული საატესტატო-სადიპლომო უმაღლესი სკოლა მათთვის, ვისაც ამერიკული საერთაშორისო ატესტატის აღება სურს. ორმაგი განათლებისა და დიპლომის უპირატესობის პარალელურად, აკადემია AP და IB – სააბიტურო, საუნივერსიტეტო და კარიერულ  პროგრამებს წარმოადგენს. პროფესიული აკადემია კი ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და STEM საგნების ჩამონათვალს გვთავაზობს. აღსანიშნავია ისიც, რომ 12 წლის მანძილზე მოსწავლეები აკადემიაში 5 უცხო ენას შეისწავლიან. აკადემია მოსწავლეების ყოველი შემდგომი საფეხურისთვის მომზადებასაც ითვალისწინებს, სწორედ ამ მიზნით იარსებებს წინა-საუნივერსიტეტო პროგრამაც.

  • მოსწავლის რა საჭიროებები გაითვალისწინეთ დაწესებულებაში არქიტექტონიკის თითოეული დეტალის შემუშავებისას?

,,პროგრესი“ თითქმის ორი ათეული წელია საქართველოში (და უკვე სამ დიდ ქალაქში) ოპერირებს, შესაბამისმა გამოცდილებამ საშუალება მოგვცა, მაჯისცემაზე  გვედოს ხელი. ჩვენმა გუნდმა ზუსტად იცის, რა ტიპის ახლებური ხედვა წარმოადგინოს. ყველა მშობლის საზრუნავი მათი შვილების მომავალია, ბავშვებიც ხომ თუნდაც მცირე ასაკიდანვე ოცნებობენ რომელიმე პროფესიაზე, აკადემიაში კი კერძო ქოუჩის ინსტიტუტი სწორედ ამისთვის იფუნქციონირებს, რათა მოსწავლეებს სწორი გზამკვლევი მიაწოდოს. კარიერული დაგეგმარება ამ პერსონის პრეროგატივა იქნება, ის სიზუსტით განსაზღვრავს ინდივიდის სურვილებსა და ყველა დაფარულ თუ გაცხადებულ ტალანტს. აკადემია ამერიკული მოდელია, რომელიც ,,პროგრესის“ ბაზაზე გაიხსნება და ის იმ ტრამპლინად იქცევა, რომელიც უნივერსიტეტებისთვის მოსწავლეებს საჭირო კრედიტებსაც დააგროვებინებს, შესაძლებელია, ჩვენი კურსდამთავრებული იქ პირდაპირ მეორე კურსზეც კი ჩაირიცხოს. ჩვენი მრავალპროფილური სწავლება და საინტერესო საგნები ამ ამოცანას საკუთარ თავზე იღებს. რაც მთავარია, ,,პროგრეს აკადემიაში“ მოსწავლეები არამხოლოდ ,,პროგრესიდან“, არამედ ყველა სხვა სასწავლო დაწესებულებიდან, პარალელურ რეჟიმში ისწავლიან. აღსანიშნავია, რომ აკადემიაში გაიხსნება პრე-სქულიც, რომელიც პატარებს სკოლისთვის მოამზადებს.

  • როგორია თქვენი ხედვა, რა მთავარ ღირებულებას გადასცემს ,,პროგრეს აკადემია“ მომავალ თაობას?

ვფიქრობ, აკადემიის მთავარი მონაპოვარი იქნება ის, რომ მოსწავლეს საკუთარი თავი აპოვნინოს. წარმატებულად შერჩეული პროფესია და სწორი სვლით განვითარება შეუდარებელი გამართლებაა.

  • როგორც ვიცით, აკადემიისთვის ასევე პრიოიტეტული იქნება სპორტი.

დიახ, აკადემიაში  სპორტის უამრავი სახეობა იქნება წარმოდგენილი, თუმცა მთავარი ორიენტირი კალათბურთია, რომელსაც კალათბურთის ამერიკული აკადემიის ქოლგის ქვეშ დავაარსებთ. სკოლა ,,პროგრესმა“ უკვე 2 ახალგაზრდა ამერიკაში ამ მიმართულებით გაამგზავრა, აკადემიაც მიზნად სწორედ პროფესიონალურ დონეზე კალათბურთის შესწავლისა და შემდგომ განვითარებისთვის  წარჩინებული მოსწავლეების ამერიკის საკალათბურთო კოლეჯებში გაგზავნას დაისახავს. ჩვენი სურვილია,  არამხოლოდ ბათუმიდან, არამედ აჭარაში, ირგვლივ მდებარე დასახლებებიდან მოსწავლეები საერთო ღირებულებების ირგვლივ გავაერთიანოთ. აქ საზაფხულო ბანაკებიც მოეწყობა, დამეგობრებული ქვეყნების უნივერსიტეტებიდან მოსწავლეები და მასწავლებლები გვესტუმრებიან, ეს იქნება სივრცე საინტერესო და ნაყოფიერი ინტეგრაციისთვის. აქვე დავსძენ იმასაც, რომ „პროგრესს“ 20 ქვეყანასთან გაცვლითი პროგრამები აქვს, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. აკადემიის მშენებლობა, 2021 წელს დასრულდება და მჯერა მომავალში არაერთ პროგრესულ თაობას  გაუზრდის ჩვენს ქვეყანას.

_____

სკოლა პროგრესის წარმატების კიდევ ერთი დადასტურება იყო გასულ კვირას გამართული ბიზნეს დაჯილდოება, სადაც   ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი – 2019 წლის ლიდერ კომპანიად დასახელდა. შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ბიზნესრეიტინგების კავშირის ერთობლივ, მე-9 დაჯილდოების ცერემონიაზე წლის ლიდერის ჯილდო სკოლა პროგრესის დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს, ნინო ჩიკვაშვილს გადაეცა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი