ახალი ამბები

თბილისში – 134, აჭარაში – 230 — კორონავირუსის განაწილება რეგიონებში

8 ოქტომბერი, 2020 • 802
თბილისში – 134, აჭარაში – 230 — კორონავირუსის განაწილება რეგიონებში

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლის, მარინა ენდელაძის თქმით, თბილისში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ იმატა და 8 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში დედაქალაქში ვირუსი 132 ადამიანს დაუდასტურდა. აჭარაში კი შემთხვევების რაოდენობამ იკლო და ბოლო 24 საათში კოვიდ-19 230 ადამიანს დაუდგინდა.

ენდელაძის თქმით, კორონავირუსის შემთხვევები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი – 134;
  • აჭარა – 230;
  • იმერეთი – 68;
  • სამცხე-ჯავახეთი – 8;
  • ქვემო ქართლი – 8;
  • სამეგრელო, ზემო სვანეთი – 8;
  • შიდა ქართლი – 6;
  • კახეთი – 5;
  • მცხეთა-მთიანეთი – 5.

ენდელაძის თქმით, ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის 4 672 აქტიური შემთხვევაა, აქედან 60 პაციენტი კრიტიკულია, მათ შორის, 59 მართვით სუნთქვაზეა.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა. ენდელაძის თქმით, სამივე მათგანი აჭარიდანაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი