ახალი ამბები

8 ოქტომბერი: კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

8 ოქტომბერი, 2020 •
8 ოქტომბერი: კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 318 პაციენტი.

ახალი სტატისტიკის თანახმად, გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი.

სულ საქართველოში კორონავირუსის 10225 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 5553 გამოჯანმრთელდა, ხოლო 66 გარდაიცვალა.

ამასთანავე, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5574 ადამიანი, სტაციონარში- 836, ხოლო კოვიდ სასტუმროში – 1338.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი