ახალი ამბები

სახალხო დამცველი ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვის საქმეს შეისწავლის

7 ოქტომბერი, 2020 • 979
სახალხო დამცველი ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვის საქმეს შეისწავლის

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ომბუდსმენის აპარატი საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის წევრების მიმართ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნის საქმეს შეისწავლის.

ლომჯარიას განცხადებით, ომბუდსმენი შესწავლის პროცესში ითანამშრომლებს როგორც დაცვის მხარესთან, ასევე, ინფორმაციას გამოითხოვენ საქართველოს პროკურატურისგან:

“სახალხო დამცველის შესწავლის საგანი იქნება როგორც საპროცესო უფლებების დაცვა, ასევე, ბრალად წარდგენილი ქმედების მართლზომიერების საკითხი. საკითხის სენსიტიურობიდან და მის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს გამოძების გამჭვირვალობა და პროცესის მონაწილე პირების კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლით გარანტირებული უფლებების დაცვა”, – ამბობს ლომჯარია.

აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების საქმეზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავეს.

ვრცლად წაიკითხეთ:

აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის საქმეზე ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი