ახალი ამბები

სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ივერი მელაშვილს – საქართველოს ელჩი დანიაში

7 ოქტომბერი, 2020 • 3037
სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ივერი მელაშვილს – საქართველოს ელჩი დანიაში

საქართველოს ელჩი დანიაში, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიგი გიგიაძე მხარდაჭერას უცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროს ივერი მელაშვილს, რომელიც დღეს აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების საქმეზე დააკავეს.

გიგიაძე პროკურატურის მიერ მელაშვილისთვის წარდგენილ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს.

“სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ივერი მელაშვილს, რომელსაც პირადად ვიცნობ 1997 წლიდან და მიმაჩნია, რომ ის არის საკუთარი ქვეყნის, საქართველოს გამორჩეული პატრიოტი, ჩვენი სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის პროფესიონალი და შეუცვლელი ექსპერტი. წარდგენილი ბრალდება იმდენად აბსურდული და საღ აზრს მოკლებულია, რომ ამაზე კომენტარის გაკეთებაც მიჭირს. იმედს ვიტოვებ, რომ ეს დაწყებული გამოძიება ყველა არსებულ კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს და სრულიად უდანაშაულო, თავის ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი მალევე გათავისუფლდება”, – წერს გიგიაძე სოციალურ ქსელში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის დაკავებაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების საქმეზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავეს.

აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის საქმეზე ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი