ახალი ამბები

NCDC-ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

7 ოქტომბერი, 2020 • 1420
NCDC-ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, ინფიცირებულთან კონტაქტი ცენტრის 50-მდე თანამშრომელს ჰქონდა, რომლებსაც 48 საათში ერთხელ უტარდებათ ტესტირება, თუმცა ვირუსი არცერთ მათგანს არ დადასტურებია.

“დადასტურდა ერთი ინფიცირებული ჩვენი თანამშრომელი, რომელიც გახლდათ უსიმპტომო. დადასტურდა კვირას. იმ დროს, როცა ის დადიოდა სამსახურში, ის გადამდები არ იყო. იმ თანამშრომლებს, დაახლოებით 50-ს, რომლებიც იყვნენ წინა დღეებში ინფიცირებულთან, 48 საათში ერთხელ უკეთდებათ ტესტირება. ყველა გატესტილია ჩემი ჩათვლით და არცერთს კორონავირუსი არ დადასტურებია” ,- ამბობს ამირან გამყრელიძე “მთავარ” არხთან.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 508 შემთხვევა გამოვლინდა. ოფიციალური სტატისტიკით, სულ დადასტურდა 9753 შემთხვევა, რომელთაგან 5235 გამოჯანმრთელდა, ხოლო 62 გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი