ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება

7 ოქტომბერი, 2020 • 796
ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება

“მოწინააღმდეგე მხარე სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით ცდილობდა გადაადგილებას და გამაგრებას [ჯაბრაილამდე], თუმცა სომხეთის სამხედრო ძალების სარაკეტო-საარტილერიო ცეცხლის საშუალებით აზერბაიჯანული ძალები განადგურებული არიან”, – ავრცელებს ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტრო დღეს, 7 ოქტომბერს.

სომხური მხარის ცნობითვე, აღნიშნული შეტაკების დროს მოწინააღმდეგის მხრიდან  60 სამხედრო დაიღუპა, რამდენიმე ათეული სამხედრო ტექნიკა დაზიანდა.

რაც შეეხება აზერბაიჯანის მიერ დღესვე გავრცელებულ ინფორმაციას, ბაქო აცხადებს, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები ისვრიან ფიზულის, ჯაბრაილის, აღდამის, აღჯაბადის რაიონების მიმართულებით, აზერბაიჯანის არმია კი საპასუხო ნაბიჯებს დგამს.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო დაპირისპირება მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაიწყო. ორივე მხარეს არიან დიდი რაოდენობით გარდაცვლილები

ყარაბაღში მიმდინარე საომარი მოქმედებებისა და მასთან დაკავშირებულ საკითხების შესახებ ამბებს, გაეცანით აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი