ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ახალქალაქში მორიგი მშვიდობიანი აქცია გაიმართა ყაბარაღთან დაკავშირებით

6 ოქტომბერი, 2020 • 1619
ახალქალაქში მორიგი მშვიდობიანი აქცია გაიმართა ყაბარაღთან დაკავშირებით

6 ოქტომბერს ახალქალაქში მორიგი მშვიდობიანი აქცია გაიმართა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით.

ახალქალაქის სტადიონზე ადგილობრივი, ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა შეიკრიბა და კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა სომხეთსა და დე ფაქტო ყარაბაღს მიმდინარე კონფლიქტში.

ინფორმაცია გაავრცელა არაერთმა ადგილობრივმა გამოცემამ, — „სამხრეთის კარიბჭემ“, „ნორმა“, „ალიქ მედიამ“ .

რადიოს „ნორის“ ცნობით, აქციის მონაწილეებს მიტანილი ჰქონდათ ბრძოლაში სომხურ მხარეს დაღუპული ჯარისკაცების ფოტოები, რომელთა შორის ხუთი წარმოშობით ჯავახეთიდან იყო და სომხეთში ცხოვრობდა.

„სამხრეთის“ კარიბჭის თანახმად, აქციამ სტადიონიდან ახალქალაქის ეკლესიაში გადაინაცვლა, სადაც სასულიერო პირებმა ბრძოლაში დაღუპულთა მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადეს.

ამავე გამოცემის თანახმად, მოქალაქეები ეკლესიის მიმართულებით სიარულისას სკანდირებდნენ: „ჩვენ გავიმარჯვებთ“, „ყარაბაღ“ და ა.შ.


27 სექტემბრის დილიდან მთიან ყარაბაღში სამხედრო შეტაკებები ისევ განახლდა და დღემდე გრძელდება.

აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები კვლავ ვერ თანხმდებიან მოლაპარაკებების დაწყებასა და ცეცხლის შეწყვეტაზე.

გარეკანის ფოტო: რადიო ნორი

მასალების გადაბეჭდვის წესი