ახალი ამბები

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

5 ოქტომბერი, 2020 • 772
კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რაოდენობა 54 გახდა. შესაბამისი ინფორმაცია გამოქვეყნდა მთავრობის მიერ ოფციალურ გვერდზე, StopCov-ზე.  ბოლო 24 საათში ეს არის გარდაცვალების უკვე მეოთხე შემთხვევა. დღეს, 5 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ Covid-19-ით ორი პაციენტი ბათუმში, ერთი კი ქუთაიში გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 8696 გახდა. მათგან გამოჯანმრთელდა 4619 პაციენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი