ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

კორონავირუსის გამო აფხაზეთში დღეიდან ისევ შეზღუდვები დაწესდა

5 ოქტომბერი, 2020 • 725
კორონავირუსის გამო აფხაზეთში დღეიდან ისევ შეზღუდვები დაწესდა

დღეიდან, 5 ოქტომბრიდან, აფხაზეთში კორონავირუსის მაღალი გავრცელების გამო შეზღუდვები დაწესდა.

კერძოდ, იკრძალება მასობრივი, სპორტული, სანახაობრივი და საგამოფენო ღონისძიებები დახურულ სივრცეებში. ასევე, აიკრძალა ქორწილებისა და სხვა სადღესასწაულო ღონისძიებების გამართვა. სამგლოვიარო ცერემონიალებში კი მონაწილე პირთა რაოდენობა შეიზღუდა.

შეზღუდვები დაწესდა ასევე კვების ობიექტებში, სადაც მაგიდებს შორის დაშორებები 1.5 მეტრით განისაზღვრა.

ამ დროისთვის, უკანასკნელი, 4 ოქტომბრის საღამოს მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსის 1716 შემთხვევაა დადასტურებული. აფხაზური მხარის ცნობითვე, აქედან 621 გამოჯანმრთელდა, 13 გარდაიცვალა. ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა რამდენიმე ათეულია. ამ დროისთვის თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე მართვით სუნთქვაზე იმყოფება 9 კოვიდ-პაციენტი აფხაზეთიდან.

აფხაზეთში ერთადერთი ლაბორატორია ვირუსის გამოვლენას ვერ ასწრებს – სკორიკი

მასალების გადაბეჭდვის წესი