ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში ერთადერთი ლაბორატორია ვირუსის გამოვლენას ვერ ასწრებს – სკორიკი

16 სექტემბერი, 2020 • 778
აფხაზეთში ერთადერთი ლაბორატორია ვირუსის გამოვლენას ვერ ასწრებს – სკორიკი

ლუდმილა სკორიკი, აფხაზეთის მთავარი სანიტარული ექიმი აფხაზ ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ აფხაზეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ძალიან სერიოზულია და აუცილებელია შემზღუდავი ზომების შემოღება.

“ლაბორატორიასთან დაკავშირებით პრეზიდენტს და მთავრობას მივმართე, რომ ლაბორატორიის სიმძლავრე გაიზარდოს და დღე-ღამეში 500 სინჯის აღება შევძლოთ. ამჟამად დიდი რაოდენობის ბიომასალაა შეგროვებული, რომლის დამუშავებაც ვერ ესწრება იმის გამო, რომ თანამშრომლების რაოდენობა არ არის საკმარისი. სულ სამი საშტატო თანამშრომელია. თუ გამოვლენა მზარდი იქნება, მართვაც უფრო ეფექტური იქნება”, – ამბობს ექიმი.

მისივე თქმით, აფხაზეთში კორონავირუსის გავრცელების რაოდენობიდან გამომდინარე, საჭიროა აიკრძალოს მასობრივი გასართობი ღონისძიებები, – განსაკუთრებით დახურულ სივრცეებში. ასევე, მისი რეკომენდაციაა, სკოლაში ასაკოვანი პედაგოგები დროებით მაინც შეცვალონ ახალგაზრდა კადრებით.

უკანასკნელი მონაცემით, აფხაზეთში დღე-ღამეში კორონავირუსის 52 შემთხვევა გამოავლინეს. შემთხვევათა რაოდენობა აფაზეთში რამდენჯერმე მას შემდეგ გაიზარდა, რაც აფხაზეთსა და რუსეთს შორის მიმოსვლა აღდგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი