ახალი ამბები

კოვიდინფიცირებულებთან უსიმპტომო კონტაქტებს არ გატესტავენ

5 ოქტომბერი, 2020 • 1342
კოვიდინფიცირებულებთან უსიმპტომო კონტაქტებს არ გატესტავენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, მომზადებულია და უახლოეს პერიოდში ძალაში შევა დადგენილება, რომელიც კოვიდ-ინფიცირებულებთან კონტაქტების მართვას შეეხება.

ახალი წესის მიხედვით, ინფიცირებულებთან ახლო კონტაქტები თვითიზოლაციაში ან კარანტინში უნდა გადავიდნენ, სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში კი, მათ ტესტირება არ ჩაუტარდებათ.

“მომზადებულია მთავრობის დადგენილება, რომელიც, ალბათ, ამ ორ დღეში შევა ძალაში. ინფიცირებულებთან კონტაქტირებული ადამიანები და ახლო კონტაქტები – საოჯახო და სამსახურებრივი კონტაქტები – ყოველგვარი ტესტირების გარეშე, პირდაპირ უნდა გადავიდნენ თვიზოლაციაში,  ანუ სახლში დარჩნენ. ვისაც არ აქვს თვითიზოლირების საშუალება – კარანტინში.

შემდგომ 12 დღის განმავლობაში, თუ უსიმპტომოები არიან, ტესტირება არ უტარდებათ და მეთორმეტე დღის შემდგომ ისინი თავისუფალი არიან, ვინაიდან თუ ჰქონდათ კიდეც უსიმპტომო ინფიცირება, გადამდებები აღარ არიან. მაგრამ თუ 12 დღის განმავლობაში მცირე სიმპტომები მაინც წარმოეშვებათ – ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება ან ხველა – უკავშირდებიან ექიმს და ექიმი წყვეტს ტესტირების აუცილებლობას, რომ ტესტირება რაც შეიძლება მიზნობრივი იყოს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

გაბუნიას თქმით, მე-12 დღეს პაციენტს კლინიკის დატოვება განმეორებითი ტესტის გარეშე შეეძლება

მასალების გადაბეჭდვის წესი