კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რაოდენობა 53-მდე გაიზარდა. ეს ბოლო 24 საათში Covid-19-ით გარდაცვალების მესამე შემთხვევაა. როგორც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, ერთი პაციენტი ქუთაისში, ორი კი ბათუმში გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში კორონავისუსით ინფიცირების 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისათვის საქართველოში ვირუსის 8 696 ფაქტია გამოვლენილი, მათგან 4 619 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსის 4 025 აქტიური შემთხვეაა, საიდანაც 1 100 კოვიდსასტუმროებშია მოთავსებული, დანარჩენები კი კლინიკაში განაგრძობენ მკურნალობას, პაციენტების ნაწილი ასევე მკურნალობს ბინაზე.
