ახალი ამბები

COVID-19-ით გარდაცვლილი 2 პაციენტი მკურნალობას ბათუმში გადიოდა

5 ოქტომბერი, 2020 • 487
COVID-19-ით გარდაცვლილი 2 პაციენტი მკურნალობას ბათუმში გადიოდა

უკანასკნელ 24 საათში ახალი კორონავირუსით გარდაცვილი ორი პაციენტი მკურნალობას ბათუმში გადიოდა.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძრვანელმა, მარინა ენდელაძემ ჟურნალიტებს განუცხადა, ორივე გარდაცვლილი 80 წელს იყო გადაცილებული და თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.

ამასთან, ენდელაძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 4 077-ია, რომელთაგან 45 არის კრიტიკული, მათგან 43 კი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

5 ოქტომბერს გამოვლენილი 578 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი, 416 ფაქტი, აჭარაში დაფიქსირდა. დღეის მონაცემებით გამოჯანმრთელდა 375 პირი.

შესწორება: სტატიის თავდაპირველ ვერსიას ერქვა “COVID-19-ით გარდაცვლილებიდან ერთი ბათუმში, ერთი კი ქუთაისში მკურნალობდა”, თუმცა, როგორც მოგვიანებით “ნეტგაზეთს” ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს, ინფორმაცია დაზუსტდა და გარდაცვალების ორივე შემთხვევა ბათუმში დაფიქსირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი