ახალი ამბები

ახალი შემთხვევებიდან 416 აჭარიდანაა – ენდელაძე

5 ოქტომბერი, 2020 • 681
ახალი შემთხვევებიდან 416 აჭარიდანაა – ენდელაძე

5 ოქტომბერს გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 416 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა, 72- თბილისში, 44 კი – იმერეთში.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განუცხადა. მისი თქმით, ამასთან, 23 ახალი შემთხვევა სამეგრელო- ზემო სვანეთში, 23 -ქვემო ქართლში, 10- ქართლში, 8 -გურიაში, 3- სამცხე-ჯავახეთში, თითო-თითო კი კახეთსა და შიდა ქართლში გამოვლინდა.

მარინა ენდელაძის თქმით, ამჟამად ქვეყანაში COVID დიაგნოზით მართვით სუნთქვაზე 43 პაციენტი იმყოფება.

ბოლო 24 საათში კორონავისუსით ინფიცირების 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში, საქართველოში ვირუსის 8 696 ფაქტია გამოვლენილი, მათგან 4 619 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსის 4 025 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 1 100 კოვიდსასტუმროებშია მოთავსებული, დანარჩენები კი კლინიკაში განაგრძობენ მკურნალობას, პაციენტების ნაწილი ასევე მკურნალობს ბინაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი