5 ოქტომბრის დილის 10:30 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რიცხვმა 52-ს მიაღწია.

ბოლო 24 საათში კორონავისუსით ინფიცირების 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისათვის საქართველოში ვირუსის 8 696 ფაქტია გამოვლენილი, მათგან 4 619 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსის 4 025 აქტიური შემთხვეაა, საიდანაც 1 100 კოვიდსასტუმროებშია მოთავსებული, დანარჩენები კი კლინიკაში განაგრძობენ მკურნალობას, პაციენტების ნაწილი ასევე მკურნალობს ბინაზე.