ახალი ამბები

5 ოქტომბერი: კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

5 ოქტომბერი, 2020 •
5 ოქტომბერი: კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავისუს 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი. ჯამში, გარდაცვლილთა რიცხვი 52-მდე გაიზარდა.

ამასთანავე, ოფიციალური სტატისტიკით, გამოჯანმრთელდა დამატებით 375 პაციენტი. ჯამში, საქართველოში კორონავირუსის 8696 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 4619 გამოჯანმრთელდა, ხოლო 52 გარდაიცვალა.

ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსის 4 025 აქტიური შემთხვეაა, საიდანაც 1 100 კოვიდსასტუმროებშია მოთავსებული, დანარჩენები კი კლინიკაში განაგრძობენ მკურნალობას, პაციენტების ნაწილი ასევე მკურნალობს ბინაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი