ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევის თქმით, აზერბაიჯანმა ქალაქი ჯაბრაილი აიღო – სომხეთი უარყოფს

4 ოქტომბერი, 2020 • 1931
ალიევის თქმით, აზერბაიჯანმა ქალაქი ჯაბრაილი აიღო – სომხეთი უარყოფს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა „გაათავისუფლეს“ ქალაქი ჯაბრაილი (სომხური დასახელებით მეხაკავანი). სომხური მხარე ამ ინფორმაციას უარყოფს.

აზერბაიჯანის თანახმად, ქალაქი ჯაბრაილი მათი სუვერენული ტერიტორიის ნაწილია, რომელიც წლებია, მთიან ყარაბაღთან (იგულისხმება ყოფილი ავტონომიური ოლქი ტერიტორია] ერთად სომხეთის სამხედრო ოკუპაციის ქვეშ იყო.

ალიევის თანახმად, აზერბაიჯანულმა არმიამ ჯაბრაილის მიმდებარე 7 სოფელიც აიღო.

სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრეს-სპიკერმა შუშან სტეპანიანმა განაცხადა, რომ „თურქეთის და აზერბაიჯანის ოფიციალური პირების მიერ ჯაბრაილის გათავისუფლების სიხარულით აღნიშვნა მორიგი სიყალბეა“.

რამდენიმე საათით ადრე დე ფაქტო ყარაბაღმა უარყო აზერბაიჯანის ცნობები იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანის არმიამ სოფელი მადაგისი აიღო.

წინა დღეს კი ალიევმა ტვიტერზე დაპოსტა, რომ არმიამ „გაათავისუფლა“ სოფელი ტალიში ტერტერის რაიონში, მეჰდილი, ჩახირლი, აშაგი მარალიანი, შეიბეი, და ფიზულისა და ჯაბრაილის რაიონების თითო-თითო სოფელი.


სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მორიგი შეიარაღებული სამხედრო დაპირისპირება უკვე მე-7 დღეა აქტიურ ფაზაშია.

4 ოქტომბერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, მთიანი ყარაბაღიდან აზერბაიჯანული ქალაქები განჯა, ტერტერი და გორადიზი დაბომბეს. სომხური ძალები კი ყარაბაღის დე ფაქტო დედაქალაქ სტეპანაკერტის დაბომბვაზე იუწყებიან.

ბაქო აცხადებს, რომ ყარაბაღის ლიდერი დაჭრეს, რასაც სომხეთში უარყოფენ

მასალების გადაბეჭდვის წესი