ახალი ამბები

COVID-19-თან მებრძოლ ექიმებს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ

3 ოქტომბერი, 2020 • 1664
COVID-19-თან მებრძოლ ექიმებს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ

თბილისობასთან დაკავშირებით, 2020 წლის საპატიო თბილისელის წოდება მწერალ გურამ დოჩანაშვილსა და პანდემიასთან მებრძოლ ცხრა ექიმს მიენიჭა.

ესენი არიან:

  • ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი;
  • პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში;
  • მარინა ენდელაძე – ინფექციური პათოლოგიების, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების გამგე;
  • თენგიზ ცერცვაძე – ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი;
  • მარინა ეზუგბაია – ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის სამედიცინო დირექტორი;
  • ლევან გოფოძე – თბილისის აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის იგივე რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი;
  • ლევან რატიანი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი;
  • ელზა ვაშაკიძე – თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ განყოფილებათა კათედრის ხელმძღვანელი;
  • დავით გადელია – აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი.

მასალების გადაბეჭდვის წესი