ახალი ამბებირეკლამა

ფულის მკეთებელთა გუნდის მოღვაწეობა ქვეყანაში უნდა დასრულდეს და გზა დაუთმონ საქმის მკეთებელთა გუნდს – გიორგი ვაშაძე

3 ოქტომბერი, 2020 • 902
ფულის მკეთებელთა გუნდის მოღვაწეობა ქვეყანაში უნდა დასრულდეს და გზა დაუთმონ საქმის მკეთებელთა გუნდს – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკა უმძიმეს ვითარებაშია, რაც მიანიშნებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლების ფულის მკეთებელთა გუნდის მოღვაწეობა ქვეყანაში უნდა დასრულდეს და გზა დაუთმონ საქმის მკეთებელთა გუნდს „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახით.

„ჩვენი ეკონომიკა გაჩერებულია. ჯერ კიდევ პანდემიამდე უმუშევრობა რეკორდულ მინიმუმამდე დავიდა. ხელფასები იმდენად მცირეა, რომ ვერ აკმაყოფილებს ცხოვრების ელემენტარულ მოთხოვნებს. ახლა უკვე დამატებით 220 000-ზე მეტმა მოაქალაქემ დაკარგა სამუშაო. სწორედ ამიტომ, “სტრატეგია აღმაშენებელს” აქვს დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა, რომელიც 4 წელიწადში შექმნის სამასი ათასამდე დამატებით სამუშაო ადგილს: აგრარულ სექტორში, 9 ინტუსტრიულ პარკში, 3 IT ქალაქსა და სასტუმროების ინდუსტრიაში,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი