ახალი ამბები

COVID-19-ის ახალი შემთხვევებიდან 360 აჭარიდანაა

3 ოქტომბერი, 2020 • 1411
COVID-19-ის ახალი შემთხვევებიდან 360 აჭარიდანაა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, 3 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 471 შემთხვევა გამოვლინდა. შემთხვევების უმრავლესობა კვლავ აჭარაშია. ახალი შემთხვევების რეგიონული განაწილება ასეთია:

  • აჭარა – 360 პაციენტი;
  • თბილისი – 57;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 22;
  • იმერეთი – 11;
  • ქვემო ქართლი – 6;
  • კახეთი – 6;
  • გურია – 5;
  • მცხეთა-მთიანეთი – 3;
  • სამცხე-ჯავახეთი – 1.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 7 564-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელდა 3 992 პაციენტი. Covid-19-ით ქვეყანაში კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა, ჯამში, 48 გახდა. ამჟამად აქტიური პაციენტების რიცხვი  3 500-ს აჭარბებს, საიდანაც 1 100 კოვიდსასტუმროებშია მოთავსებული, დანარჩენები კი კლინიკებში მკურნალობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი