ახალი ამბები

საქართველოს მოქალაქემ ვარშავაში კაცი თავდამსხმელებისგან იხსნა – ელჩი

2 ოქტომბერი, 2020 • 1439
საქართველოს მოქალაქემ ვარშავაში კაცი თავდამსხმელებისგან იხსნა – ელჩი

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში საქართველოს მოქალაქემ ახალგაზრდა კაცი ქუჩაში თავდამსხმელებისგან გადაარჩინა. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონეთში საქართველოს ელჩი ილია დარჩიაშვილი ავრცელებს.

როგორც ელჩი წერს, ნუკრი დავითაშვილს, რომელმაც ახალგაზრდა კაცი თავდასხმისგან იხსნა, პოლონეთის პოლიციამ გამბედავი სამოქალაქო აქტისთვის მადლობა გადაუხადა:

“ამ ახალგზრდა ქართველმა, ნუკრი დავითაშვილმა, წარმოუდგენელი სიმამაცე გამოიჩინა და ახალგაზრდა კაცი ქუჩაში აგრესიული თავდამსხმელებისგან გადაარჩინა. მადლობას ვუხდით მას ასეთი გამბედავი სამოქალაქო საქციელისთვის”, – წერს საქართველოს ელჩი “ტვიტერზე”.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 20 წლის ახალგაზრდა კაცი ვარშავის ცენტრში იმყოდებოდა, როდესაც ორი პირი თავს დაესხა. ერთ-ერთი თავდამსხმელი მაკრატლით იყო შეიარაღებული, მუქარისა და ცემის ფონზე ახალგაზრდასს ფულს სძალავდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ამ დროს დავითაშვილმა შემთხვევის ადგილზე მანქანით ჩაიარა, ავტომობილი გააჩერა, გადმოვიდა და თავდამსმელებს მოუწოდა, ბიჭის ცემა შეეწყვიტათ, რაზეც ერთ-ერთმა თავდამსხმელმა ნუკრი დავითშვილს დაარტყა. პოლონური მედიის ცნობით, დავითაშვილმა, რომელიც ყოფილი სპორტსმენია (MMA), მოიგერია თავდამსხმელები და დაზარალებულს შემთხვევის ადგილიდან გაქცევის შესაძლებლობა მისცა.

პოლონური მედიის ცნობითვე, ორივე თავდამსხმელი ამ დროისთვის დაკავებულია და მათ 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი