ახალი ამბები

კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა

2 ოქტომბერი, 2020 • 551
კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რაოდენობა 43 გახდა. ინფექციური საავადმყოფოს ექიმის, მარინა ენდელაძის თქმით, ორივე პაციენტი მკურნალობას ქუთაისში გადიოდა. გარდაცვლილია 78 წლის ქალი და 72 წლის კაცი.

დღეს, 2 ოქტომბერს, კორონავირუსის შემთხვევები 453-ით გაიზარდა, შედეგად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 7093-ს მიაღწია. მათგან გამოჯანმრთელდა 3714 პაციენტი. 

მთავრობის ოფიციალური გვერდის, StopCov-ის ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში 5392 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ  კი 836 ადამიანია. კოვიდ სასტუმროში 1100 პაციენტი მკურნალობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი