ბოლო 24 საათში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 7093-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელდა 3714 პაციენტი. Covid-19-ით ქვეყანაში კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა, ჯამში, 43 გახდა.

მთავრობის ოფიციალური გვერდის, StopCov-ის ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში 5392 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ  კი 836 ადამიანია. კოვიდ სასტუმროში 1100 პაციენტი მკურნალობს.