“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” დღეს, პირველ ოქტომბერს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციული სია წარადგინა. პარტიის პირველი ნომერი მომღერალი ბუბა კიკაბიძეა, თუმცა ის არ არის ერთადერთი ახალი სახე, რომელიც ენმ-ის პარტიულ სიაში ვიხილეთ.
“ნეტგაზეთი” გთავაზობთ ენმ-ის სიის სამოცეულში ახალ სახეებს:
1. ბუბა კიკაბიძე – მომღერალი;
12. თემურ ჯანაშია – სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი;
17. აბდულა ისმაილოვი – ბიზნესმენი;
20. სულხან სიბაშვილი – შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი;
22. ხაჯიშვილი დავით – ბიზნესმენი;
25. ჩხეიძე როსტომ – მწერალი;
32. მამულაშვილი ნონა – საქართველო-შვეიცარიის ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი;
54. თამლიანი ბესიკი – 20 ივნისის საქმეზე დაკავებული;
ენმ-ის სიას სრულად გაეცანით ბმულზე: