Interviewsახალი ამბები

33 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა — ენდელაძე

1 ოქტომბერი, 2020 • 876
33 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა — ენდელაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლის, მარინა ენდელაძის თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 3 155 აქტიური შემთხვევაა, რომელთაგან 35 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

როგორც ენდელაძემ განაცხადა, აქედან 33 პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისივე თქმით, მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტებიდან 9 ოკუპირებული აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 6640 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა მოცემული.

ამავე ვებგვერდის მონაცემებით, გამოჯანმრთელებულია 299 პაციენტი და მათი რაოდენობა 3419 გახდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილია 39 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 5392, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836
კოვიდ სასტუმროში იმყოფება 1100 პირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი