ახალი ამბები

ნახევარი ტონა ყურძნის მოპარვის მცდელობის ბრალდებით 4 პირი დავაკავეთ – შსს

1 ოქტომბერი, 2020 • 795
ნახევარი ტონა ყურძნის მოპარვის მცდელობის ბრალდებით 4 პირი დავაკავეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ დააკავა 4 პირი, რომელსაც ბრალად სხვისი ვენახიდან ყურძნის მოპარვის მცდელობა ედება.

შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ 4 პირი ყვარლის მუნიციპალიტეტში მაშინ დააკავეს, როდესაც მათ ღამით სხვის საკუთრებაში არსებულ ვენახში შეაღწიეს და საფერავის ჯიშის ყურძენს იპარავდნენ.

პოლიციამ დაახლოებით ნახევარი ტონა საფერავის ჯიშის ყურძენი ნივთმტკიცებად ამოიღო.

დაკავებულებს ბრალად ქურდობის მცდელობა ედებათ, გამოძიება კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ეს დანაშაული დანაშაული 1-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი