ახალი ამბები

სააკაშვილს საპატიო დოქტორის წოდება უნდა ჩამოერთვას – სომხეთის განათლების მინისტრი

30 სექტემბერი, 2020 • 1751
სააკაშვილს საპატიო დოქტორის წოდება უნდა ჩამოერთვას – სომხეთის განათლების მინისტრი

სომხეთის განათლების მინისტრი არაიკ ჰარუთინიანი თავის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე წერს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უნდა ჩამოერთვას ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. ჰარუთინიანის თქმით, ამის მიზეზია მიხეილ სააკაშვილის მიერ მთიან ყარაბაღში მიმდინარე ომთან დაკავშირებით “აზერბაიჯანის მხარდაჭერა”.

“დღეს გადავწყვიტე ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს თხოვნით მივმართო, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების  ჩამორთმევასთან დაკავშირებით. სომხური იდენტობის, საკუთარ მიწაზე თვითგამორკვევის, ცხოვრებისა და მოღვაწეობის, ჩვენი თანამემამულეების სიცოცხლის უფლების წინააღმდეგ მიმართული აზერბაიჯანის ქმედებების წახალისებისა და მათი არაპირდაპირი მხარდაჭერისთვის”, – წერს მინისტრი. მის თარგმანს ალიქ მედია ავრცელებს.

ფოტოზე: სომხეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი არაიკ ჰარუთინიანი

რა ხდება ყარაბაღში – განახლებადი

მასალების გადაბეჭდვის წესი