ახალი ამბები

კორონავირუსით 39-ე პაციენტი გარდაიცვალა

30 სექტემბერი, 2020 •
კორონავირუსით 39-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 39-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე, Stopcov.ge-ზეა განთავსებული.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში Covid-19-ის 326 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 6 192-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელდა 3 120 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი