ნეტგაზეთი | კორონავირუსით 38-ე პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით 38-ე პაციენტი გარდაიცვალა – Netgazeti
RU | GE  

კორონავირუსით 38-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რაოდენობა 38-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის ოფიციალურ გვერდზე, StopCov-ზე გამოქვეყნდა. 61 წლის ქალი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ეს დღეს, 30 სექტემბერს, ვირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევაა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში Covid-19-ის 326 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 6 192-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელდა 3 120 ადამიანი.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.