“რუსული სამხედრო ბაზა არის ჩვენი შიდა უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილი” – აცხადებს სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსული გამოცემის, ინტერფაქსის ჟურნალისტებთან საუბრისას.
ფაშინიანის თქმით, კონკრეტულ სიტუაციებში ბაზის პოტენციალი უნდა იქნეს გამოყენებული, თუმცა ამ ეტაპზე ამის აუცილებლობა არ დგას.
“ჯერჯერობით ომის ამ ეტაპზე ბაზის გამოყენების აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა შეუძლებელია იწინასწარმეტყველო, თუ როგორ განვითარდება მოვლენები”, – აღნიშნა პრემიერ- მინისტრმა.
გარდა ამისა, ფაშინიანმა გამორიცხა ამ კონკრეტულ ეტაპზე სამმხრივი მოლაპარაკებები აზერბაიჯანთან, რუსეთის ჩართულობით.
მისი განმარტებით -”მოლაპარაკებებს სჭირდება შესაბამისი ატმოსფერო და პირობები და ინტენსიური სამხედრო მოქმედებების დროს ეს შეუძლებელია”.
2010 წელს რუსეთმა და სომხეთმა რუსული სამხედრო ბაზის სომხეთში მოქმედების ვადა 2044 წლამდე გაახანგრძლივეს. რუსული ბაზა სომხეთში სხვადასხვა სამხედრო -სატრანსპორტო ვერტმფრენებითა და განამდგურებლებითაა აღჭურვილი.