ახალი ამბები

მე ვფიქრობ, მედია ამ დაძაბულობას ხელს კიდევ უფრო შეუწყობს — ვოლსკი

30 სექტემბერი, 2020 • 752
მე ვფიქრობ, მედია ამ დაძაბულობას ხელს კიდევ უფრო შეუწყობს — ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ მედია წინასაარჩევნო დაძაბულობას ხელს კიდევ უფრო შეუწყობს. ამის შესახებ მან დღეს, 30 სექტემბერს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

“შეკითხვები ჰქონდათ ჟურნალისტებს, დაძაბულები არიან და მე ვფიქრობ, მედია კიდევ უფრო შეუწყობს ამ დაძაბულობას ხელს. აქედან გამომდინარე, ჩვენს სტილში, დაწყნარებულად, კომპეტენტურად გავცეთ პასუხები და ვიმუშაოთ ისე, როგორც შეეფერება პარლამენტს და ჩვენი ქვეყნის  ინტერესებს”, — განაცხადა გია ვოლსკიმ.

გუშინ, 29 სექტემბერს მარნეულში დაპირისპირება მოხდა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ მხარდამჭერ ლაშა ქველაძეს და მის მანქანაში მსხდომ პირებს.

მომხდარის გაშუქებისას ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს “მთავარი არხის” და “პირველი არხის” თანამშრომლებს. “მთავარი არხის” განცხადებით, ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ 4 თანამშრომელს. ასევე ნაცემია “პირველი არხის” ოპერატორი. დამტვრეულია ორივე ტელეკომპანიის აპარატურა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში მომხდარ ინციდენტებზე გამოძიება ორი, ძალადობისა (სსკ-ის 126) და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის (სსკ-ის 154) მუხლებით დაიწყო.

„ქართული ოცნება“ მარნეულში მომხდარ დაპირისპირებაში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს ადანაშულებს.

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” მთავრობას ჟურნალისტების დაცვისკენ მოუწოდებს

მასალების გადაბეჭდვის წესი