ახალი ამბები

ახალი შემთხვევების 70%-ზე მეტი აჭარაზე მოდის – ენდელაძე

30 სექტემბერი, 2020 • 925
ახალი შემთხვევების 70%-ზე მეტი აჭარაზე მოდის – ენდელაძე

ინფექციური საავადმყოფოს ექიმის, მარინა ენდელაძის თქმით, კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევიდან 235 აჭარაში გამოვლინდა. შემდეგ მოდიან იმერეთი- 38, ხოლო თბილისი- 30 ინფიცირებულით.

“რაც შეეხება რეგიონების მიხედვით განაწილებას, ვირუსის ცხელ წერტილში, აჭარაში, ისევ მაღალია გამოვლენილი შემთხვევების პროცენტული მაჩვენებელი – 72%. ეს შეესაბამება 235 პაციენტს. შემდეგ შედარებით მცირე რაოდენობით მოდის იმერეთი 38 პაციენტით (14%), თბილისში 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (9%), სამეგრელო-ზემო სვანეთში – 14 ახალი შემთხვევა (4%), გურიაში – 6 ახალი დადასტურებული შემთხვევა (2%), კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში არის თითო ახალი შემთხვევა”, – აცხადებს ენდელაძე.

დღეს, 30 სექტემებერს, საქართველოში კორონავირუსით 37-ე ადამიანი გარდაიცვალა. მარინა ენდელაძის ინფორმაციით, 69 წლის კაცი ქუთაისში დაიღუპა და მას მძიმე ორმხრივი პნევმონია ქრონიკული სასუნთქი სისტემების დაავადების ფონზე ჰქონდა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში Covid-19-ის 326 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 6 192-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელდა 3 120 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი