ახალი ამბები

კორონავირუსით 37-ე პაციენტი გარდაიცვალა

30 სექტემბერი, 2020 • 573
კორონავირუსით 37-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 37-ე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია მთავრობის ოფიციალურ გვერდზე, StopCov-ზე გამოქვეყნდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმის, მარინა ენდელაძის თქმით, 69 წლის კაცი ქუთაისში, კლინიკა “ბომონდში” გარდაიცვალა. მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილს მძიმე ორმხრივი პნევმონია ქრონიკული სასუნთქი სისტემების დაავადების ფონზე ჰქონდა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში Covid-19-ის 326 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 6192-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელდა 2324 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი