ახალი ამბები

გიორგი მუმლაძე ამბობს, რომ მას მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ დაარტყა

30 სექტემბერი, 2020 • 2154
გიორგი მუმლაძე ამბობს, რომ მას მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ დაარტყა

სადამკვირვებლო ორგანიზაცია 20/20-ის დამკვირვებელი გიორგი მუმლაძე აცხადებს, რომ მას პირადად მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ დაარტყა. მუმლაძის თქმით, ამჟამად პოლიციის განყოფილებაში იმყოფება და ჩვენებას აძლევს:

“ათის წუთები იყო, რომ დავინახე, 30-40 ადამიანი როგორ ლეწავდა მანქანას და ცდილობდა იქ მყოფი პირების გარეთ გადმოთრევას. ამ დროს ამოვიღე ტელეფონი და მინდოდა ეს გადამეღო, მაგრამ ვერ მოვასწარი, რადგან გივი ქველაძე დავინახე ასფალტზე უგონო მდგომარეობაში. მე თავი დავანებე გადაღების მცდელობას და გადავწყვიტე სასწრაფოში დამერეკა.

როდესაც სასწრაფოში დარეკვას ვცდილობდი, ამირან გიორგაძემ, რომელიც არის საკრებულოს თავმჯდომარე და “ქართული ოცნების” შტაბის ხელმძღვანელი, დამაგდებინა ტელეფონი, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა ამ ყველაფერს. როდესაც ავიღე ტელეფონი, ისევ ამირან გიორგაძე შემხვდა, დამიყვირა “შენ ზედმეტი მოგდისო” და სახის არეში დამარტყა”, – უთხრა მუმლაძემ “მთავარ არხს”.

“ნეტგაზეთი” შეეცადა ამირან გიორგაძესთან დაკავშირებასაც, თუმცა მან ჩვენს ზარს არ უპასუხა. “ქართული ოცნება” კი მარნეულში მომხდარ დაპირისპირებაში, რომლის დროსაც ენმ-ის რამდენიმე მხარდამჭერი და “მთავარი არხის” და “პირველი არხის” თანამშრომლებს სცემეს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და მათ აქტივისტებს ადანაშაულებს.

“ქართული ოცნება” მარნეულში მომხდარ დაპირისპირებაში ენმ-ის აქტივისტებს ადანაშაულებს

მასალების გადაბეჭდვის წესი