ნეტგაზეთი | ენმ: მარნეულში ჩვენს მხარდამჭერებს ფიზიკურად გაუსწორდნენ ენმ: მარნეულში ჩვენს მხარდამჭერებს ფიზიკურად გაუსწორდნენ – Netgazeti
RU | GE  

ენმ: მარნეულში ჩვენს მხარდამჭერებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, მათ მხარდამჭერს, ლაშა ქველაძეს და მის მანქანაში მსხდომ პირებს თავს დაესხნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ავტომობილი დაუზიანეს.

პარტიაში აცხადებენ, რომ ქველაძე, რომელსაც საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა, “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა სცემეს.

ფოტო: “მთავარი არხი”

მანამდე, დღეს მთელი დღის განამვლობაში, მარნეულში, საოლქო საარჩვენო კომისიასთან ოპოზიციის წარმომადგენლები აქციას მართავდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ საუბნო კომისიაში მათი წარმომადგენლები სხდომას არ დაასწრეს. მათი თქმით, აღნიშნულს აპროტესტებდნენ, როდესაც მათსა და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის დაპირსპირება მოხდა.

მარნეულში გამართული აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ლაშა ქველაძე “მთავარ არხთან” ამბობდა, რომ “ქართული ოცნების” შტაბიდან გამოსულმა პიროვნებამ შეაგინა, რასაც მათ შორის ფიზიკური დაპირსპირება მოჰყვა.

“ჩატარდა საუბნო კომისიის სხდომები, სადაც ჩვენი კომისიის წევრები არ დაასწრეს და ისე აირჩიეს ხელმძღვანელი პირები, რომლებმაც არჩევნები უნდა გააყალბონ. ამასთან დაკავშირებით დღეს ჩვენი საუბნო კომისიის წევრები აპირებდნენ აქციის მოწყობას თავიანთი უფლებების დასაცავად და როდესაც ესენი მოვიდნენ, “ქართული ოცნების” შტაბიდან გადმოვიდა ვიღაც პიროვნება და დაიწყო დედის გინება, ესენი რატომ მოვიდნენო. ამასთან დაკავშირებით ხელი ვკარი და მაგ დროს ხელი დამარტყა”, — ამბობდა ქველაძე.

ხმაური და დაპირსპირება საოლქო საარჩევნო კომისიებთან — რა ხდებოდა მარნეულსა და მთაწმინდაზე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.