ახალი ამბები

ბოლო 24 საათში COVID-19-ით მესამე ადამიანი დაიღუპა

29 სექტემბერი, 2020 • 882
ბოლო 24 საათში COVID-19-ით მესამე ადამიანი დაიღუპა

საქართველოში კიდევ ერთი, 35-ე პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით პაციენტის გარდაცვალების ეს უკვე მესამე შემთხვევაა. გუშინ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით გარდაიცვალა 55 წლის ქალი, დღეს ცნობილი გახდა საჩხერის სამედიცინო ცენტრში 65 წლის კაცის გარდაცვალების შესახებ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს ქვეყანაში 24 საათში გამოვლენილი ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობაა. ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 225 შემთხვევა, აჭარაში გამოვლინდა. სექტემბრის დასაწყისიდან დღემდე აჭარა ქვეყანაში კოვიდაფეთქების ეპიცენტრია.

მასალების გადაბეჭდვის წესი