ლარი აშშ დოლართან და ევროსთან კვლავ გამყარდა. დღევანდელი სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან 3.25 თეთრით გამყარდა და ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.29 ლარი გახდა. დღეს დადგენილი კურსით ლარი თითქმის სამი თეთრით გამყარდა ევროსთანაც, შედეგად, ერთი ევროს ოფიციალური კურსი 3.84 ლარია.