ახალი ამბები

როგორ ნაწილდება კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით

29 სექტემბერი, 2020 • 1024
როგორ ნაწილდება კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებთან განმარტა, თუ როგორ ნაწილდება კორონავირუსის 314 შემთხვევა საქართველოში რეგიონების მიხედვით.

ენდელაძის განმარტებით, ყველაზე მეტი ახალი ინფიცირებული კვლავ აჭარაში გამოვლინდა. ზუსტი გადანაწილება კი ასე გამოიყურება:

  • აჭარა – 225 შემთხვევა
  • თბილისი – 35 შემთხვევა
  • იმერეთი – 22 შემთხვევა
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 18 შემთხვევა
  • შიდა ქართლი – 9 შემთხვევა
  • სამცხე-ჯავახეთი – 3 შემთხვევა
  • გურია – 1 შემთხვევა
  • ქვემო ქართლი – 1 შემთხვევა

ენდელაძის თქმითვე, საქართველოში ამ ეტაპზე 25 კრიტიკული პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან 23 მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მართვით სუნთქვაზე მყოფ მოქალაქეებს შორის 7 აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი.


საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ ერთი, 33-ე პაციენტი. გამოჯანმრთელდა კიდევ 270 პაციენტი.

სულ საქართველოში კორონავირუსის 5866 შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის, გამოჯანმრთელდა 2324 ადამიანი, გარდაიცვალა 33

მასალების გადაბეჭდვის წესი