საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ ერთი, 33-ე პაციენტი.
ამასთანავე, გამოჯანმრთელდა კიდევ 270 პაციენტი.
სულ საქართველოში კორონავირუსის 5866 შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის, გამოჯანმრთელდა 2324 ადამიანი, გარდაიცვალა 33.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5637 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდ სასტუმროებში – 800.
