ახალი ამბები

კორონავირუსის გამო ოზურგეთში ყველა საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

28 სექტემბერი, 2020 • 538
კორონავირუსის გამო ოზურგეთში ყველა საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

ოზურგეთში კორონავირუსის გამო ყველა საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ამის შესახებ ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ლელა იმედაშვილმა განაცხადა.

“ოზურგეთის ყველა საჯარო სკოლა და ორი სასულიერო სკოლა გადავიდა ონლაინ სწავლების რეჟიმზე. ბუნებრივია, ჩვენ გავითვალისწინეთ მაქსიმალურად ის რეკომენდაციები, რაც საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ მოგვაწოდა და ვემორჩილებით საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას. აქამდე სამი საჯარო სკოლა- დაბა ლაითურის, ქვედა ბახვის და ეკალდიდის სკოლები- ისედაც ამ სერვისით სარგებლობდა”, — განუცხადა რუსთავი 2-ს ლელა იმედაშვილმა.

28 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების 298 შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რიცხვმა 5 552-ს მიაღწია. საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის  3 400-ზე მეტი აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 800 პირი გადაყვანილია კოვიდსასტუმროებში, დანარჩენები კი მკურნალობას კლინიკებში განაგრძობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი